close
შინაარსზე გადასვლა

პერვეზ მუშარაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერვეზ მუშარაფი
ურდუ پرویز مشرف
Image
დაბადების თარიღი 11 აგვისტო, 1943(1943-08-11)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი დელი, ბრიტანეთის ინდოეთი, ბრიტანეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 5 თებერვალი, 2023(2023-02-05)[4] (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი American Hospital Dubai
მოქალაქეობა Image ბრიტანეთის ინდოეთი
Image პაკისტანი
განათლება ფორმანის ქრისტიანული კოლეჯი, პაკისტანის სამხედრო აკადემია, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი, თავდაცვის სამეფო კოლეჯი და წმინდა პატრიკის საშუალო სკოლა
მეუღლე/ები Sehba Musharraf
ჯილდოები Sitara-i-Imtiaz, ზაიდის ორდენი, Grand Cross of the Order of Excellence, Tamgha-i-Basalat, Imtiazi Sanad და მეფე აბდულ-აზიზის ორდენი
generalpervezmusharraf.com

პერვეზ მუშარაფი (ურდუ: پرويز مشرف , ინგლ.: Pervez Musharraf; დ. 11 აგვისტო 1943, ნიუ-დელი, ინდოეთი — გ. 5 თებერვალი, 2023) — პაკისტანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, პაკისტანის პრეზიდენტი 2001-2008 წწ.

პერვეზ მუშარაფი დაიბადა 1943 წლის 11 აგვისტოს ნიუ-დელიში, ინდოეთში. 1947 წელს მან მშობლებთან ერთად დატოვა ინდოეთი და პაკისტანში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მუშარაფმა სამხედრო განათლება მიიღო და არმიაში დაიწყო სამსახური. მან ინდოეთის წინააღმდეგ ორივე ომში მიიღო მიიღო მონაწილეობა.

Image
ჯორჯ ბუში და პერვეზ მუშარაფი

ომის შემდეგ იგი პაკისტანის არმიის პირველი გენერალი გახდა. 1999 წლის 12 ოქტომბერს მუშარაფის მეთაურობით (იგი ამ დროს გენშტაბის უფროსი იყო) არმიამ პუტჩი მოაწყო და პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი შინაპატიმრობაში აიყვანა. პოლიტიკური ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ 1999 წლის 22 დეკემბერს მუშარაფის 30.000-მდე მებრძოლმა ქვეყნის ყველა ელექტროსადგური დაიკავა, რითაც კონტროლი დაამყარა პაკისტანის ეკონომიკაზეც. 2001 წლის 20 ივნისს მუშარაფი ოფიციალურად გახდა პაკისტანის პრეზიდენტი.

დასავლეთის ქვეყნებში მუშარაფი მოიაზრებოდა, როგორც გაწონასწორებული პოლიტიკოსი. ის დასავლეთთან თანამშრომლობდა კიდეც. მისი პრეზიდენტობის დროს პაკისტანში ეკონოკური რეფორმები გატარდა და ქვეყანა მოდერნიზაციის გზაზე დადგა. რელიგიურ საკითხში პერვეზ მუშარაფი შემწყნარებელი და გაწონასწორებულია. პუტჩის შემდეგ პაკისტანის არმია და უშიშროების სამსახური გაიწმინდა ისლამისტური ელემენტებისაგან.

2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტების შემდეგ მუშარაფი აშშის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მოკავშირე იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ომში. 2003 წლის 14 დეკემბერს იგი აფეთქებას გადაურჩა რავალპინდიში, როცა ტერორისტებმა ააფეთქეს ის ხიდი, რომელზეც პრეზიდენტის ესკორტმა გაიარა. ეს მუშარაფზე მოწყობილი მესამე ტერაქტი იყო.

პტეზიდენტობის უკანასკნელ წლებში მუშარაფი ინდოეთთან შერიგების გზას ადგა. ეს მოლაპარაკებები ცნობილია „კრიკეტ-დიპლომატიის“ სახელწოდებით.

2008 წლის 18 აგვისტოს პრეზიდენტი მუშარაფი გადადგა სამთავრობო კოალიციის მხრიდან იმპიჩმენტის საშიშროების გამო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Image
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  3. Munzinger Personen
  4. وفاة رئيس باكستان السابق برويز مشرف بعد معاناة طويلة مع المرض